ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პლენარულ სესიას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია ესწრება

2 დეკემბერი 2016

 2 დეკემბერს, ბრიუსელში დაიწყო ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პლენარული სესია, რომლის მიმდინარეობის დროს  არჩეული იქნება  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტები. სესიაში,    ევროკავშირის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ყველა დელეგაცია იღებს მონაწილეობას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარმოადგენენ ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილი, ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომისიის  წევრი ფრიდონ სიხუაშვილი.

წინა დღით, ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო CCBE–ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში, სადაც ევროპელ ადვოკატებს დაწვრილებით მოახსენეს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელბული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით   მიმდინარე სასამართლო პროცესის დეტალები.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ადვოკატისათვის, თავისი საქმიანობის განხორციელებისას,  პოლიციის ოფისში ბორკილების დადება, ცემა და შეურაცხყოფა შეიძლება შეფასდეს, როგორც წამება და არაჰუმანური მოპყრობა, რაც მძიმე კანონდარღვევაა და სწრაფად და ეფექტურად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დასჯილნი.    

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყნის ადვოკატთა დელეგაციამ გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ ადვოკატ გიორგი მდინარაძის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საერთაშორისო რეაგირების ღონისძიებებში და ბ–ნი მდინარაძის სასამართლო პროცესებზე დასასწრებად საქართველოში  სადამკვირებლო მისია გამოგზავნონ.

CCBE–ის პლენარულ სესიაზე, დავით ასათიანმა მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს მრავალწლიანი თანადგომისთვის  და აღნიშნა, რომ 1990 წელს გაეროს მიერ დამტკიცებული ადვოკატთა როლის შესახებ პრინციპების განუხრელად დაცვა, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ადვოკატს, თავიანთი საქმიანობის, დაშინების, ძალადობის, ჩარევის, შეურაცხყოფის და კლიენტთან იდენტიფიცირების გარეშე განხორციელებაში, წარმოადგენს მართლმსაჯულების ადმინისტრირების მნიშვნელოვან გარანტიას და აუცილებელია  დემოკრატიულ საზოგადოებაში, რის მისაღწევადაც ქართველი ადვოკატები  აქტიურ ბრძოლას აგრძელებენ.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი